უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირი საზღვაო-საკონტეინერო მიმოსვლა იწყება

ნოემბრიდან უკრაინის პორტ ილიჩევსკსა და ბათუმს შორის პირდაპირი საკონტეინერო ხაზი ამოქმედდება. კონტეინერმზიდი გემები ყოველკვირეულად პირდაპირ იმოძრავებენ ილიჩევსკი-ბათუმის ხაზზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანზიტო ღირებულებას და დროს. ამჟამად, საკონტეინერო ტვირთები თურქეთის პორტების გავლით იტვირთებიან, სადაც ხდება კონტეინერების გადმოტანა ტერმინალში და შემდგომ სხვა გემებზე დატვირთვა.

ილიჩევსკი-ბათუმის მიმართულებით რეისებს კომპანია „ემ ეს სი“-ის გემები შეასრულებენ.

საკონტეინერო ხაზის ლოგისტიკურ მენეჯმენტს ნორვეგიულ-ქართული კომპანია „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია“ (Wilhelmsen Ships Service Georgia) განახორციელებს, რომელსაც ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.(R)