"მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს"

მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯეჯელავამ განმარტა, მასწავლებლების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში.

„მომავალი წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო ანაზღაურება მიაღწევს 800 ლარს“, -განაცხადა ჯეჯელავამ.