თბილისში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები დამონტაჟდა

თბილისში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე დამონტაჟდა.

სადგურები ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქში სულ ცოტა 25 სადგურის განთავსება იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილების დასატუმბი 100 სადგურის გახსნაა დაგეგმილი. 

ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს. ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატუმბვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს.

ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურების უფასო იქნება. სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე