გორში ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი მიმდინარეობს

გორში ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი მიმდინარეობს.როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, სამუშაოები უკვე დასრულდა მშვიდობის გამზირზე.

მათი ცნობით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ყოფილ გორკის ქუჩაზე, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს მერე შეეცვალა სახელი და ძმები რომელაშვილების ქუჩა ეწოდა, წლის ბოლომდე კი აბრები კიდევ 13 ქუჩაზე დამონტაჟდება. მთლიანობაში ქალაქის 15 ქუჩაზე დამონტაჟდება 1115 აბრა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩები 2 კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, ესაა სახელგადარქმეული და ახლად რეაბილიტირებული ქუჩები.

”სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ”ნიუტონი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 12 711 ლარია. ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, - განმარტავენ მერიაში.