დავით ნარმანია - თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯი მაქსიმალურად დაბალ დონეზეა

თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯი მაქსიმალურად დაბალ დონეზეა , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაუქმების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, ამ ეტაპზე თბილისის მერიის ქვემდებარე 50-მდე სსიპ და ა(ა)იპ-ია.

”თბილისის მერიაში ჩვენ არაერთი ოპტიმიზაცია ჩავატარეთ, არაერთი სამსახური, რომელიც ჩვენი აზრით იყო ზედმეტი, შეერწყა სხვა სამსახურს ან გაუქმდა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ადმინისტრაციული ხარჯები დაგვეზოგა და მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზეა თბილისის მერიის სისტემაში ადმინისტრაციული ხარჯი.

თბილისის მერიის ქვემდებარებაში 50-მდე სსიპი და ა(ა)იპ-ია, მათ შორის კულტურული და სპორტული დაწესებულებებია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბაღების გაერთიანება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.