თემქის ხევის ორივე მხარეს პარკის გაკეთება იგეგმება

თემქის ხევის ორივე მხარეს დიდი პარკის გაკეთება იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარკის გაკეთებისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც გულისხმობს გეგმის შემუშავებას.

„გენერალური გეგმის ჯგუფმა შემოგვთავაზა საინტერესო იდეა, რომელიც მათი მხრიდან უკვე დამუშავებულია და გულისხმობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი პარკის გაკეთებას თემქის ხევის ორივე მხარეს. ეს ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა, ამ არეალში დიდი რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიას გამოვიყენებთ პარკის გასაკეთებლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.