ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 4 ნოემბერს ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით ოდორანტის ტრანსპორტირებას განახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მცირედი სუნი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.