სოფელ ზვარეში დაშავებული მუშები ინციდენტის დეტალებზე საუბრობენ

სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ წუხელ რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს სოფლიდან შეშა ჩამოჰქონდა , „რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ“.

,,სოფლის მოსახლეობას ჩამოჰქონდა შეშა ტყიდან, რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ მანქანით და ცემა დაუწყეს. ჩვენ გასაშველებლად მივედით და ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ. რამდენიმეს თავში ჭრილობა აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა მუშამ გიორგი უსაძემ, რომელიც გუშინ ადგილზე იმყოფებოდა.