რა სქემით ატყუებდა მეანაბრეებს "საფინანსო კომპანია საქართველო"

"საფინანსო კომპანია საქართველოს" ოფისთან ბოლო დღეებში ხალხმრავლობაა. 2 თვეზე მეტია, რაც კომპანია მეანაბრეებს სარგებელს ვეღარ ურიცხავს. მომხმარებლები კუთვნილი თანხის დაბრუნებას, ჯერჯერობით, უშედეგოდ ითხოვენ.

ილია გურულის ოჯახმა "საფინანსო კომპანია საქართველოში" 15 ათასი დოლარი რამდენიმე თვის წინ შეიტანა. მეანაბრეს წლიური 30%-იანი მოგების მიღების იმედი უკვე გადაეწურა, თუმცა კუთვნილი თანხის დაბრუნებას სასამართლოს ძალით აპირებს.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, სებ-მა კომპანიას სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა რამდენჯერმე მოსთხოვა. გასულ კვირას კი ეროვნულმა ბანკმა "საფინანსო კომპანია საქართველოს" ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა აუკრძალა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე