სემეკმა „თელასისთვის“ 2017 წლის ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

სემეკმა „თელასისთვის“ 2017 წლის ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან იუწყებიან, სემეკ-მა დღევანდელ სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო სს „თელასისთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფის დადგენის, ასევე, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის და შპს „მტკვარი ენერჯის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით.

სემეკ-ის ინფორმაციით, მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 2 დეკემბერი. ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა: სს „თელასისა“ და შპს „მტკვარი ენერჯის“ შემთხვევაში - 2016 წლის 31 დეკემბერი, ხოლო შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ შემთხვევაში -2017 წლის 16 თებერვალი.