„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ოდორანტის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ოდორანტის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი, ”შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს იგეგმება ოდორანტის ტრანსპორტირება თბილისში, ნავთლუღის რაიონში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირების პროცესში შესაძლოა, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს საავარიო სამსახური 114, ქოლცენტრი 2404004 და შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ბრიგადები 24 საათის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ აბონენტთა მომსახურებას.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აღნიშნავს, რომ არც ერთი შემოსული შეტყობინება არ დარჩება რეაგირების გარეშე. http://ge.ggtc.ge/?p=1077”, - ნათქვამია ინფორმაციაში.