"არ არის გამორიცხული ლარმა 2,5-იან ნიშნულს გადააბიჯოს"

ეკონომისტი დავით ასლანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ლარმა 2,5-იან ნიშნულს გადააბიჯოს. ამის შესახებ მან PalitraNews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” ისაუბრა.

”შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ კვლავ განხორციელდა ადმინისტრაციული ნაბიჯები რეფინანსირების სესხების შეკვეცისა და ფულადი მასის შეკუმშვის კუთხით, ჩვენ შეგვიძლია ადმინისტრაციულად ლარის კურსი გავამყაროთ. არის მეორე გზა - გავაჩეროთ ის, რაც არის - 2,3-დან 2,5-მდე გაჩერდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზრდასთან მოდის წინააღმდეგობაში. ლარს დაკარგული აქვს რა შენახვის ფუნქცია, ამ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინი, რომ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, ეწინააღმდეგება ფულად მონეტარულ აგრეგატებს. თუ გაგრძელდა ზრდის ტემპი, როგორც გვაქვს აკრეფილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში 2,5 ნიშნულს გადავაბიჯებთ”, - აცხადებს დავით ასლანიშვილი.