ზოგიერთ ბანკში ერთი დოლარი 2.49 ლარი ღირს

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.49 ლარია.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, „ბაზისბანკში“ მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 2.49 ლარად შეუძლია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში 2.418 ლარს მიიღებს.

"საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.485 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.405 ლარად.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.4840 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.4080 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.4800 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4200 ლარად.

„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4750 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი ლარს 2.4250-ად მიიღებს.

დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში”, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4660 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4360 ლარს მიიღებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4371 ლარია.