აშშ-მა ირანს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოაწერა ხელი. თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია 1979 წელს დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე.

აღნიშნული ზომების მიხედვით, აშშ-ის მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის ირანში ბიზნესის წარმოება აკრძალულია.

აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, ურთიერთობა ვაშინგტონსა და თეირანს შორის კვლავ არ არის ნორმალიზებული.