ირაკლი პეტრიაშვილი სოფელ ზვარეში მყოფ პროფკავშირების წევრებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ კონფლიქტში შესვლისგან“

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პროფკავშირების წევრებს, რომლებიც ამ დროისთვის ხარაგაულის სოფელ ზვარეში იმყოფებიან, მოუწოდებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონფლიქტში შესვლისგან და ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვისგან.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ესმის რომ რთული მდგომარეობაა, „კრიმინალი დამსაქმებლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე უნდა იყოს ადეკვატური სასჯელი“.

„ამ მოლოდინში ვართ და ბუნებრივია, მუშაობა არ განახლდება ვიდრე ეს კრიმინალები არ დაისჯებიან, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაღაც ფობიებში. საქართველოს არ სჭირდება კონფლიქტი, მითუმეტეს, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან. იმედი მაქვს, სამართალდამცავები ბოლომდე შეინარჩუნებენ სიტუაციას და იმედი მაქვს, ჩვენი წევრებიც ადეკვატურად აღიქვამენ ვითარებას და მათგან განსხვავებით 21-ე საუკუნის შესაბამისად იაზროვნებენ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.