უჩა ნანუაშვილი - ზვარეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას თვალყურს მივადევნებთ

საქართველოს სახალხო დამცველი ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას თვალყურს მიადევნებს.

როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა ზვარეში მიმდინარე მოვლენებით.

"ამ ეტაპზე რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვცდილობთ მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია ყველა მხარისგან, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანიც არის დაკავებული. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.