,,სილიკონ ველი თბილისის'' სტარტაპით Hewlett Packard დაინტერესდა

,,სილიკონ ველი თბილისის'' სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტენოლოგიების უნივერსიტეტში Hewlett Packard-ის წარმომადგენლებს ელექტრონული კვლევის სისტემა გააცნეს , რის შემდეგაც მსოფლიოს ტექნოლოგიების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ,,სილიკონ ველი თბილისის'' ელექტრონული კვლევის ინოვაციური მოდელით დაინტერესდა. Hewlett Packard-ის წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტი გაფართოვდება და ,,სილიკონ ველი თბილისის'' სივრცეში ერთობლივი კვლევითი ლაბორატორია მოეწყობა.

"სილიკონ ველი თბილისის’’ პირველი ინოვაციური პროდუქტით მომსახურების მიღება დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებს თუ კერძო პირებს უკვე შეუძლიათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბაზრის ციფრული კვლევის სრულიად ახალი მოდელი შეიმუშავეს. მოდელი მორგებულია მსხვილი და მცირე ბიზნესის ინტერესებზე და ბაზრის ელექტრონულ კვლევას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა, ბიზნესსექტორმა 7 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში სწრაფად, ეფექტურად, ხარისხიანად და შედარებით ნაკლები ბიუჯეტით ბაზრის სრული და ხარისხიანი ანალიზი მიიღოს.

პროდუქტის ”24/7”-ზე მიზანია ბიზნესს მისთვის საინტერესო ბაზრის მონიტორინგი შესთავაზოს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ბაზრის ელექტორნული კვლევის ინოვაციური მოდელი საშუალებას იძლევა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ელექტრონული და სოციალური არხების გამოყენებით კვლევა ონლაინ რეჟიმში განხორციელდეს.

,,სილკონ ველი თბილისში’’ შემუშავებული ელექტრონული კვლევის სისტემა უცხოეთის ბაზრის შესწავლის შესაძლებლობასაც იძლევა.

,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში შემუშავებული ელექტრონული კვლევის ,,24/7” კიდევ ერთი უპირატესობა კვლევის მობილური აპლიკაციაა. ელექტრონული კვლევის დამკვეთს ამ მობილური აპლიკაციით საშუალება ექნება კვლევის მიმდინარეობის პროცესს, 7 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში, მობილური ტელეფონით მონიტორინგი გაუწიოს.

ელექტრონული კვლევის პროდუქტს ,,სილიკონ ველი თბილისი’’ ბაზარს ხვალ, 5 ნოემბერს წარუდგენს.