11 ყველაზე საშიში პროდუქტი ბავშვებისთვის

ხშირად გვესმის, რა არის სასარგებლო ბავშვებისთვის... მავნებელი რა არის? აი, მორიგი სია, რომელიც პედიატრებმა და საკვების სპეციალისტებმა შეადგინეს. რასაკვირველია, ამ სასუსნავებს მთლიანად ვერ აუკრძალავთ ბავშვს, რადგან დღევანდელ პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მათ რაოდენობას მინიმუმამდე თუ დაიყვანთ და რაც შეიძლება იშვიათად აჭმევთ, ამაზე უკეთესი არაფერი იქნება:

1. საღეჭი და საწუწნი კანფეტები, განსაკუთრებით – მკვეთრი ფერების, ძლიერი სურნელის მქონე – მათში, როგორც წესი, ბევრი საღებავი და არცერთი ნატურალური ინგრედიენტი არ არის.

2. ჩიფსები, "სუხარები" - ნახშირწყლებისა და ცხიმის ნაზავი, საღებავებისა და გემოს შემცვლელების გარსში მოქცეული.

3. ტკბილი გაზიანი სასმელები – შაქრის, ქიმიისა და გაზების ნაზავი.

4. შოკოლადის ბატონები – კალორიების გიგანტური ოდენობა, ქიმიურ დანამატებთან ერთად.

5. სოსისები, ძეხვები, პაშტეტები – გენმოდიფიცირებული ქიმიური დანამატები და ფარული ცხიმები.

6. მაიონეზი – ჯობს, ის შინ დაამზადოთ და ზომიერად გამოიყენოთ.

7. "სიროკები" (ხაჭოიანი შოკოლადები) – როგორც წესი, მათ შემადგენლობაში ხაჭოს ვერ იპოვით, არის მხოლოდ პალმის ზეთი, მცენარეული ცხიმები და სხვადასხვა ემულგატორი.

8. კეტჩუპი სახამებლით – სინთეტიკური დანამატები, რომელთა უსაფრთხოება ჯანმრთელობისთვის არ დადასტურებულა.

9. მარგარინი (სპრედი). შეიცავს კარცეროგენულ ტრანსგენურ ცხიმებს. საკონდიტრო ნაწარმში მასთან ერთად ბევრია ცხიმისა და შაქრის შემცველობა. ამგვარი ტკბილეულობის რეგულარული მოხმარება ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ნივთიერებათა ცვლის დარღვევისკენ.

10. ნაყინი – ხშირად შეიცავს სინთეტიკურ შემასქელებლებს და არომატიზატორებს. მისი მომზადებაც, როგორც მაიონეზის, შინ ჯობს.

11. სწრაფი მომზადების ატრია (ე.წ. ლაფშა), იოლად მოსამზადებელი, ადვილად გახსნადი სუფები და პიურეები – მათშიც არაფერია ნატურალური, მხოლოდ სინთეტიკა და კონსერვანტები.

რასაკვირველია, ეს სია არ არის სრული, მაგრამ მზრუნველი მშობელი მას უეჭველად გააგრძელებს თავისი შვილის ჯანმრთელობისა და სწორი კვებისთვის.

წყარო mshoblebi.ge