რა ღირს ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში?

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება. საფრანგეთის სამხრეთით მდებარე უზარმაზარი სასახლის ფასი 1,1 მილიარდი დოლარია.

Villa Les Cèdres-ი, რომელიც დაახლოებით 1830 წელს აშენდა და ერთ დროს ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორის სახლი იყო, ნიცასთან ახლოს მდებარეობს.

"დეილი მეილის" ცნობით, უზარმაზარი სასახლის ამჟამინდელი მფლობელი გრანდ მარნიერის ოჯახის წევრი სუზან მარნიერ-ლაპოსტოლია, რომელიც შედარებით უფრო მცირე ზომის სახლის ყიდვას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მარნიერების ოჯახი ცნობილია პოპულარული კონიაკისა და ლიქიორის წარმოებით 1920-იანი წლებიდან.

სასახლის ირგვლივ 35 აკრის ფართობის ტერიტორიაზე ბაღებია, ასევე ვილა მოიცავს საბანკეტო დარბაზს და თავლას, რომელიც 30 ცხენზეა გათვლილი. ამასთან, თავად სასახლეში 10 საძინებელი ოთახია მოწყობილი.