რა ეღირება "ტესლას" საბავშვო ავტომობილი?

ბავშვებს საშუალება ექნებათ, თავად მართონ "ტესლას" მოდელი S, რომელსაც ასევე ელექტროძრავი აქვს. ავტომობილი 3-დან 8 წლის ასაკამდე ბავშვებისთვისაა შექმნილი და მისი მაქსიმალური სიჩქარე 9კმ/სთ-ია.

ახალი Tesla Model S აღჭურვილია სინათლით, დამტენი მოწყობილობითა (რომელიც 3 საათში ერთხელ უნდა დაიტენოს) და ხმოვანი სისტემით. მას შეუძლია უკუსვლით სიარული. როგორც დიდი ზომის ავტომობილებს, ამ საბავშვო მოდელსაც განსხვავებული ფერთა პალიტრა აქვს, ის როგორც წითელი და ლურჯი, ისე ვერცხლისფერი და შავია.

ავტომობილი მაღაზიებში მაისში გამოჩნდება და მისი ღირებულება 500$ იქნება.

საბავშვო ავტომობილი არამხოლოდ "ტესლამ" არამედ "პორშემაც" გამოუშვა 2011 წელს. მისი ფასი მხოლოდ 110$ იყო.

საბავშვო მოდელებს "ფერარიც" ქმნის. 

allnews.ge