სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მესამე დღეა აქციებს მართავენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად მესამე დღეა აქციებს მართავენ და მუშაობის განახლებას არ აპირებენ. როგორც ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, ისინი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ქართველი მუშების ცემის ფაქტის დროულად გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, რომელიც სოფელ ზვარეში ლიანდაგის მშენებლობას აწარმოებს.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ჩინელებსა და ქართველ მუშებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მუშა დაშავდა, რომლებიც ზესტაფონის და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს გაფიცული მუშების მხარდასაჭერად სოფელ ზვარეში სტუდენტები ჩავლენ.