რისთვის მიიღებენ 18 წლის ახალგაზრდები საჩუქრად 500 ევროს

3 ნოემბრიდან თითოეული იტალიელი, რომელიც 18 წლის გახდება, მთავრობისგან საჩუქრად 500 ევროს მიიღებს , რომელიც მან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების - კინოს, თეატრის, ასევე მუზეუმის ბილეთების და წიგნების შესაძენად უნდა დახარჯოს.

ინიციატივის მიზანია მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება კულტურის აქტივობებში ჩართვით გაამრავალფეროვნონ.

ამ პროექტისთვის იტალიის მთავრობამ 290 მილიონი ევრო გამოყო.

"ეს ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გახდნენ იმ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, სადაც ცხოვრობენ. ის ასევე ახსენებს მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურა ცნობიერების გამდიდრებისთვის და შემეცნებისთვის", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ტომასო ნანიჩინიმ.

მომავალი წლისთვის კი მასწავლებლებისთვის 500 ევროს გადაცემა იგეგმება, რომელიც მათ კარიერული წინსვლისთვის უნდა დახარჯონ.

წყარო allnews.ge