დევნილთა სამინისტროში ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილი ოჯახებისთვის, კენჭისყრის პრინციპით, ბინები განაწილდა.

როგორც  სამინისტროდან იუწყებიან, დევნილ ოჯახებს ბინები, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსში გადაეცათ.

”კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. ვაზიანში არსებულ ხუთსართულიან შენობაში სულ 40 ბინაა, აქედან 10-ერთოთახიანია, 25-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი”, - აცხადებენ სამინისტროში.