“ადიდასმა” ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო

კომპანია “ადიდასმა” ახალი კედების სერიული გაყიდვები დააანონსა. აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი UltraBOOST Uncaged Parley ოკეანეში ნაპოვნი პლასტმასის ნარჩენებისგან არის დამზადებული. გასულ წელს, "ადიდასმა", კომპანია Parley for the Oceans-თან ერთად პლასტიკური ნარჩენებისგან დამზადებული ფეხსაცმლის პირველი მოდელი წარადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი ფეხსაცმელი ინდუსტრიაში, რომელიც ნარჩენებისგან არის დამზადებული. ერთი წყვილის დასამზადებლად 11 პლასტიკური ბოთლია საჭირო. ახალი ფეხსაცმლის სერიული გაყიდვა ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 7 000 წყვილის გაყიდვა. ფეხსაცმლის ფასი 200 ევროა.