კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების ბაზრობის ტერიტორიაზე კომერციული პავილიონი აშენდება

კომპანია PP კოლმეურნეობის მოედანზე, ყვავილების ბაზრის ტერიტორიაზე კომერციული პავილიონის მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის მფლობელმა ლაურა ღაჭავამ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას უკვე მიმართეს.

bpnპროექტის მიხედვით, პირველ სართულზე საფეხმავლო სივრცესთან ინტეგრირებული კაფე განთავსდება. სატრანსპორტო გზის (ფხოვის ქუჩის) მხარეს გახსნილ თაღებში კი ყვავილებით მოვაჭრეების ნაწილი განთავსდება.

ყვავილებით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი სახურავზეც, სადაც მოეწყობა ტერასები ამფითეატრის პრინციპით.

ლაურა ღაჭავას თქმით, ტერიტორიაზე მყოფ 50-დან 100-მდე ყვავილებით მოვაჭრესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ისინი ერთ კვირაში დაცლიან ტერიტორიას. შესაბამისად, პროექტის განხორციელება მერიისგან მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.

პავილიონი დაახლოებით 10 ათასი კვ. მეტრის ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება.

პროექტის ღირებულება 2 მილიონი დოლარია.

bpn