სოფელ ზვარეში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები ჩავიდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავე მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები უკვე ჩავიდნენ. სტუდენტები გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი თქმით, ზვარეში ქართველ მუშებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და მათი შრომითი პირობები ხშირად ირღვევა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები მესამე დღეა აქციას მართავენ.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ჩინელებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა, რომლებიც ზესტაფონის და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ჩინური კომპანიის ”23-ე ბიუროს” მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამუშაოების განახლებას არ აპირებენ.