Samsung-მა ფეთქებადი საშიშროების გამო 3 მილიონამდე სარეცხის მანქანა გაყიდვიდან ამოიღო

ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ Samsung Electronics-მა ფეთქებადი საშიშროების გამო გაყიდვიდან დაახლოებით, 3 მილიონი სარეცხის მანქანა ამოიღო. საუბარია, 2011 წლის მარტიდან გამოშვებულ სარეცხ მანქანებზე, რომელიც კომპანიამ ამერიკის ბაზრიდან ამოიღო.

ამერიკის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სარეცხი მანქანები შესაძლოა მოულოდნელად აფეთქდეს და მომხმარებელს ზიანი მიაყენოს.

შეგახსენებთ, რომ ფეთქებადი საშიშროების გამო სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ოქტომბერში დროებით Galaxy Note 7-ის გაყიდვებიც შეაჩერა.