მომავალ წელს IPO-ს ბირჟაზე გარიგებების ზრდა არის მოსალოდნელი

2017 წელს აქციების პირველადი განთავსების (IPO) ბირჟაზე გარიგებების ზრდა არის მოსალოდნელი, რაც განპირობებული იქნება ეკონომიკის მდგომარეობისა და ბაზარზე განწყობის გაუმჯობესებით.

Ernst & Yang-ის ახალი ანგარიშის ”გლობალური ტენდენციები IPO-ს ბირჟაზე 2016 წლის მესამე კვარტალში” თანახმად, IPO-ს ბირჟისთვის 2016 წელი წარუმატებელი იქნება.

ამავე ანგარიშის თანხმად, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის თვის პერიოდში მოზიდულმა თანხებმა 79,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით ნაკლებია 2015 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. გარიგებების რიცხვი კი 23 პროცენტით შემცირდა.

საუკეთესო ვითარება 2016 წლის მესამე კვარტალში აზიის რეიგიონის ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც წინა კვარტალთან შედარებით ზრდა 138 პროცენტია, გარიგებების ღირებულება კი 24,2 მილიარდი დოლარი.

ყველაზე შესამჩნევი დაცემა ევროპულ კომპანიებზე მოდის, რომელთაც 38 პროცენტით ნაკლები გარიგება დადეს და 19 პროცენტით ნაკლები თანხა მოაგროვეს, ვიდრე 2015 წლის მესამე კვარტალში.

ინდურ ბირჟაზე IPO-ს 20 პროცენტიანი ზრდა შეინიშნა და მოსალოდნელია მდგრადი აქტივობა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების და ბიზნესის პოლიტიკური ძალების მხრიდან მხარდაჭერის გზით.

ამერიკაში მესამე კვარტალში 35 გარიგება შედგა, რომელთა საერთო თანხამ 6,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში ამერიკულმა კომპანიებმა დადეს 79 გარიგება 13,4 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც 2015 წლის ამავე პერიოდთან 44 პროცენტით და 49 პროცენტით ნაკლებია გარიგების რიცხვთან შედარებით.