10 ცნობილი წინასწარმეტყველება, რომელიც არ ახდა

კომპანია Space X-ის დამაარსებელი ილონ მასკი, რომელიც „გიჟური იდეებით“ არის ცნობილი, შესაძლოა 100 წლის შემდეგ გენიოსად აღიარონ ან მხოლოდ ფანატიკოსის სახელი შერჩეს.

მასკი უამრავი იდეით გამოირჩევა, მათ შორის მარსზე ადამიანების მოგზაურობით. ილონ მასკი წინასწარმეტყველებს, რომ მისი კომპანია საუკუნის ბოლოსთვის მარსზე მილიონ ადამიანს წაიყვანს.

ბევრი სკეპტიკურად უყურებს მასკის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ ბევრ ვარაუდი, რომელიც გამართლდა და რომელთაც ადამიანური პროგრესი გამოიწვია. მაგრამ იყვნენ ისეთი გენიოსებიც, რომელთა ვარაუდებით არ ახდა.

გთავაზობთ 10 წინასწარმეტყველებს, რომელთაც ვერ გაუძლეს ტექნოლოგიურ პროგრესს.

1903

”ცხენი სულ იქნება, ავტომობილი კი დროებითია”, - უთხრა მიჩიგანის ბანკის პრეზიდენტმა ჰენრი ფორდის იურისტს, რომელსაც ავტოინდუსტრიაში ფულის ჩდება სურდა. იურისტმა ბანკის პრეზიდენტის რჩევა ყურად არ იღო და 5 000 დოლარის ინვესტიცია 12.5 მილიონიან მოგებად აქცია.

1911

”მომავალში რკინის ოქროდ გარდაქმნა იქნება შესაძლებელი”, - იწინასწარმეტყველა თომას ედისონმა.

1912

”უკაბელო ხანის წყალობით, ომის წამოწყება შეუძლებელი იქნება, რაგან ომი სასაცილო გახდება”, - იმედს გამოთქვამდა გულიელმო მარკონი, როდესაც უსადენო ტელეგრაფი გამოიგონა.

1920

”რაკეტა ვერასოდეს შეძლებს დედამიწის ატმოსფეროს დატოვებას”, - წერდა გამოცემა ნიუ იორკ თაიმსი.

1949

”კომპიუტერები მომავალში 1.5 ტონა სიმძიმის იქნება”, - წერდა ჟურნალი Popular Mechanics.

1955

”10 წელიწადში ატომური ენერგიის მტვერსასრუტები რეალობა იქნება”, - ამბობდა მტვერსასრუტების კომპანია”ლიუტის” პრეზიდენტი ალექს ლიუტი.

1966

გამოცემა ”რიდერს დაიჯესტი” ვარაუდობდა, რომ 1999 წელს გაჩნდებოდა მფრინავი მანქანებისა და შუშის სარქველში მყოფი კლიმატის კონტროლირებადი ქალაქები.

1977

”არავის ენდომება სახლში კომპიუტერის ქონა”, - ამბობდა ციფრული აღჭურვილობის კორპორაციის დამფუძნებელი კენ ოლსენი.

1995

”ინტერნეტი 1996 წელს ჩამოიშლება”, - ამბობდა ინტერნეტ კაბელის შემქმნელი რობერტ მეტკალფი.

1997

ჟურნალი Wired ”ეფლს” მოუწოდებდა ეღიარებინა ფაქტი, რომ კონკურენტუუნარო კომპანია იყო. ოთხი წლის შემდეგ კომპანიამ აიპოდი გამოუშვა და მსოფლიოს დაპყრობა დაიწყო.