როგორ დაგეგმოთ წარმატება

მარტივად რომ ვთქვათ, წარმატებას აღწევენ ის ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი, საჭირო დროს საჭირო საქმეები აკეთონ.

წერს გაყიდვების ცნობილი გურუ ბრაიან ტრეისი თავის წიგნში "შეჭამე ბაყაყი".

"ყველაზე წარმატებული და ბედნიერი კი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია დრო საშუალო მონაცემების ადამიანზე გაცილებით უკეთ გამოიყენოს. თქვენს მონა-მორჩილს ახალგაზრდობაში საშუალო მონაცემებიც კი არ გააჩნდა, რასაც თან ახლდა არასრულფასოვნებისა და გარემოსთან შეუსაბამობის გრძნობა. მაშინ მეგონა, რომ წარმატებული ადამიანები ჩემზე უკეთესები იყვნენ. თუმცა, თანდათან ვისწავლე, რომ სინამდვილეში ასე არ არის.

უბრალოდ, ისინი ყველაფერს სხვაგვარად აკეთებენ, მაგრამ მათი მეთოდების შესწავლა ყველას შეუძლია, მათ შორის მეც.

ეს იყო ჩემთვის უდიდესი აღმოჩენა, რომელიც ყოველთვის მაოცებდა და დღესაც ასეა. ვირწმუნე, რომ შემეძლო ჩემი ცხოვრება მთლიანად შემეცვალა და ნებისმიერი დასახული მიზნისთვის მიმეღწია. ამისთვის საჭირო იყო წარმატებული ადამიანებისგან მესწავლა, მათი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში დამენერგა და ცდა არ დამეკლო, რომ მათსავით მეც მიმეღწია წარმატებისთვის.

გაყიდვებში მუშაობის დაწყებიდან ერთ წელიწადში მენეჯერი, სამ წელიწადში კი ვიცე-პრეზიდენტი გავხდი. ექვს ქვეყანაში ოთმოცდათხუტმეტ კაცს ვხელმძღვანელობდი. მაშინ ოცდახუთი წლის ვიყავი", - წერს ბრაიან ტრეისი თავის წიგნში "შეჭამე ბაყაყი".