მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე საერთაშორისო რეისის განხორციელება დაიწყო

მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე - 8-წუთიანი საერთაშორისო ფრენა განხორციელდა.

რეისი ავსტრიულმა ავიაკომპანია People’s Viennaline-მა განახორციელა.

გამოცემა The Local-ის ინფორმაციით, ავიარეისი შვეიცარიის სენტ-გალენ-ალტენრჰაინის აეროპორტიდან გერმანიის ფრიდრიხსჰაფენის აეროპორტის მიმართულებით შესრულდა. საერთო ჯამში, ავიარეისი 20 წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა უშუალოდ ფრენაზე მხოლოდ 8 წუთი მოდის.

მარშრუტის სიგრძე მხოლოდ 20 კმ-ია. ავიაკომპანია რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს. ბილეთის ღირებულება 40 ევროა.