ფრთხილად! საშიში გამათბობლები!

ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაცვა­ლებამ (ე.წ. ტკბილმა სიკვდილმა) ჩვენს ქვეყანაში კატასტროფულად იმატა. ბუნებრივი­ აირით მოწამვლისას ადამიანი სიკვდილის საფრთხეს ვერ გრძნობს, სხეული ტკბილ ძილს ითხოვს­ და "იძინებს" კიდეც. ჩაძინებულ­ები გონს მოუსვლელად იღუპებიან. მოსახლეობა კი სიცოცხლისთვის საშიში­ გამათბობ­ლების გამოყენებას განაგრძობს - ასეთი მოწყობილობები აქტიურად იყიდება, რადგან არალიცენზირებული ლიცენზირებულზე იაფია.

წლევანდელი სეზონის დადგ­ომას უკვე ლეტალური შემთხვევა მოჰყვა: როცა ახალგაზრდა კაცმა ტელეფონზე აღარ უპასუხა,­ ნათესავებმა მოიკითხეს და... ეს ამბავი ჩემს ახლობელს "ყაზტრანსგაზის" წარმ­ო­მ­ა­დ­გენელმა მაშინ უამბო, როცა მასთან გეგმურ­ შემოწმებაზე მივიდა და ე.წ. კალ­ონკა დაულუქა, რადგან სიცოცხლისთვის საში­შად­ ჩათვალა. საბედნიეროდ, ჩემს ახლ­ო­ბელს ეყო მოთმინება, ახალი გამაცხელებ­ლის­ შეძენამდე ლუქი არ აეგ­ლიჯა... საუბედუროდ, ჩვენში ასე იშვიათად ხდება - "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელი სახლიდან გასულიც არ არის, რომ მობინადრე ლუქს გლეჯს და მოწყობილობის მოხმარებას განაგრძობს...

"კვირის პალიტრა" სპეციალისტს ესაუ­ბრა, რომლის თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა,­ რასაც ხელს მემონტაჟეთა უმრავლესობ­აც უწყობს გამათბობელი საშუალებების­ არასწორი მონტაჟით, პასუხს კი არავინ სთხოვს.

ენერგეტიკოსი გიორგი ბლიაძე: - ბუნებრივი აირით გაგუდვას იწვევს­ არალიცენზირებული, ე.წ. ერთკამერიანი­ გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები, რომლებიც წვისთვის საჭირო ჟანგბადს არა გარედან, ჰაერიდან, არამედ­ ბინიდან იღებენ და ასევე ამ საშუალებების არასწორი მონტაჟი. ეს მემონტაჟემაც იცის და კლიენტმაც,­ თუმცა საფრთხეზე­ არც ერთი არ ლაპარაკობს,­ ან თავს იმართლებენ, ლიცენზირებული გამათბობლები ძვირიაო.

ეკონომიის მიზნით, ბევრი იაფფასიან გამათბობლებს ამონტაჟებს­ გასაქირავებელ ბი­ნებში და ამით უცხო ადამიანებს მიზანმიმართულად აგდებს საფრთხეში.

შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა­ ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები­ აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და... იმავე დღეებში დიდუბეში ძმებს, რომელთაგან უმცროსი 17 წლის იყო, მთელი დღე ჰქონდათ ჩართული ისეთი გამათბობელი, რომელიც ჟანგბადს ოთახიდან იწოვს. საღამოს შინ მისულ მამას ბიჭები დახოცილი დახვდა, დედა უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ...

ამ დროს აზრად არავის მოსდის, პას­უხი აგებინოს მემონტაჟეს, რომელმაც საფრთხის შესახებ იცოდა და დამონტაჟებაზე­ მაინც არ თქვა უარი. სამართლებრივი სახელმწიფო რომ გვქონდეს, მსგავსი ქმედება კანონით უნდა ისჯებოდეს... 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 7 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად