ილია ელოშვილი დენის ტარიფის გაძვირების წინაპირობას ვერ ხედავს

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი დენის ტარიფის გაძვირების წინაპირობას ვერ ხედავს , - ამის შესახებ ილია ელოშვილმა კომპანია „თელასის“ მიერ სემეკისთვის სატარიფო განაცხადით მიმართვის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ტარიფის დადგენა ეს არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა.

„ამ ეტაპზე მსგავსი წინაპირობა არ არსებობს. ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა. ჩვენ რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით ამის წინაპირობა არ არსებობს, რომ ტარიფი გაძვირდეს“, - განაცხადა ელოშვილმა.