რა უპირატესობები აქვს ელექტრომობილს და როგორია მისი ფასი

რამდენიმე დღის წინ, თბილისში ელექტრომობილის პირველი დასამუხტი სვეტები გამოჩნდა. სვეტები ჯერ მხოლოდ 2 ადგილზეა გაკეთებული - ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან. დასამუხტი სვეტების გამოყენება უფასოა და ელექტრომობილის მძღოლებს მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.

კომპანია i-sfeis-ის დირექტორის, სულხან გვალიას თქმით, ამ წლის ბოლომდე, ელექტრომობილის კიდევ 25 დასამუხტი სვეტი დაიდგმება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

"დამუხტვა გრძელდება 1,5 საათიდან 3 საათამდე, გააჩნია ელექტრომობილის სიმძლავრეს.

ქალაქის პირობებში ასეთი მანქანა საკმაოდ მოსახერხებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ საკმაოდ ეკონომიურია. სხვა მანქანებთან შედარებით, საშუალოდ 3-ჯერ იაფია და ნაკლები დანახარჯი აქვს. ეკოლოგიის კუთხით ხომ საერთოდ კარგია, მით უმეტეს თბილისისთვის", - ამბობს სულხან გვალია.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 50-მდე ელექტრომობილია.

"თითქმის 3 წელია ელექტრომობილით დავდივარ. იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას 5 ცალი ელექტრომობილი გადასცა, ისინი ახლა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზეა და მეც ამ პროგრამის მონაწილე გახლავართ".

"შეიძლება ითქვას, რომ ელექტრომობილი ფსიქოლოგიას უცვლის ადამიანს.

მე, რომელსაც მძლავრი, "ღმუილა" ძრავები მომწონდა, პირველად დავჯექი ელექტრომობილზე, რომელიც არ ხმაურობს. საჭესთან გაქვს იმის შეგრძნება, რომ შენი სიარულით არავის აწუხებ, გარემოს არ აზიანებ, არცერთი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მოკლედ გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი მანქანაა.

"ამას გარდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ნაწილი, ელექტრომობილი ბევრად იაფი ჯდება და რაც მთავარია, გარემოს იოტისოდენა ზიანიც არ ადგება. იხილეთ გაგრძელება