ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 1 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (611 კოლოფი) შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს გადაეცა.