ყაზბეგში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგში“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად , არადეკლარირებული აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული (26.3 ლ.) ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცა.