წითელ ხიდსა და ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „ყაზბეგი“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს; კერძოდ, სგპ „წითელ ხიდზე“ აღმოჩენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,877.40 ლარი შეადგინა, ხოლო სგპ „ყაზბეგში“ აღმოჩენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ - 27,365 ლარი.

მათივე ინფორმაციით, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.