მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ”სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 28 ოქტომბერს, კანონდარღვევის 2 შემთხვევა (საერთო წონით - 168.46 გრ.) დაფიქსირდა.

”საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12,481.52 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 12,481.52 ლარის ოდენობით.

30 ოქტომბერს გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (წონა 273.86 გრ.) საერთო საბაჟო ღირებულებამ 42,640.64 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გადაეცა”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.