„თეგეტა მოტორსის“ კომფორტული სერვისები

„თეგეტა მოტორსი“, კომპანია რომელიც მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებებს, რომელებსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა მოტორსის“ წინასწარი რეზერვაციის სერვისით, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი თქვენთვის სასურველი სერვისის მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ დროს და სწრაფად მიიღოთ საჭირო სერვისი.

თუ თქვენ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ ავტო სერვისში მისვლას, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვის ცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა მოტორსი“ „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. ავტომობილზე კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად მოახდენს თქვენს სრულ ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ.

"ჩემი ავტომობილის ისტორია", ეს არის ონლაინ მომსახურება „თეგეტა მოტორსის“ როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში აკონტროლოთ საკუთარი ავტომობილის ისტორია, მიიღოთ აუცილებელი შეხსენება და რეკომენდაციები ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით. ვებ გვერდზე www.mycarhistory.ge ავტომატურ რეჟიმში ინახება დეტალური ინფორმაცია „თეგეტა მოტორსში“ განხორციელებული ყოველი ოპერაციის შესახებ. თუ თქვენი ავტომობილი მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა „თეგეტა მოტორსი“ უზრუნველყოფს მის ევაკუაციას ნებისმიერი ადგილიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე 226 44 44 და მიიღოთ სასურველი ინფორმაცია.