სემეკმა ,,ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ტარიფის დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

სემეკმა ,,ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ტარიფის დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

როგორც  სემეკიდან იუწყებიან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 დეკემბერი, ხოლო ნორმატიული აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2016 წლის 31 დეკემბერი.

გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის", შპს ,,მცხეთის წყალისთვის" და შპს ,,რუსთავის წყალისთვის" წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მიზნით. ამ შემთხვევაშიც მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 დეკემბერი, ხოლო ნორმატიული აქტების გამოცემის ბოლო ვადად - 2016 წლის 31 დეკემბერი.

„დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას", „შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს ,,მცხეთის წყალის" და შპს ,,რუსთავის წყალის" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.