ჩიქოვანის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

ჩიქოვანის ქუჩის N30-თან საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთი, ჩიქოვანის N34-სა და N36-ს შორის მდებარეობს, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი სკვერები მოაწყო.

მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ შესაბამისი პროექტი რამდენიმე თვის წინ მოამზადა და სამუშაოებიც დაიწყო. კედლის მშენელობა უკვე დასრულებულია როგორც მდინარე ვერეს ხევის, ისე უშუალოდ ჩიქოვანის ქუჩის მხრიდან. კედლის პარალელურად, გაკეთდა კორპუსებთან ასასვლელი კიბე.

სამუშაოები კომპანია „ლაგომ“ შეასრულა და მისი ღირებულება 21 000 ლარია. ამავე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობა წელს სპორტულ მოედანს ააშენებს.