როგორ გააშენა საკუთარი ხელით ანსამბლ "ალილოს" მუსიკოსმა  ბაღ-ბოსტანი

გია დავითიანი, ანსამბლ "ალილოს" პირველი ხმა და "ქუჩის მუსიკოსების" წევრი მაყურებელს საკუთარი ხელოვნებით სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მუსიკოსი დიდი მეურნეა, აქვს თავისი ხელით გაშენებული ბაღ-ბოსტანი...

- ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში ვმუშაობდი (პროფესიით ზოოტექნიკოსი ვარ), ხშირად ფანჯრიდან აქაურობას ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. თან, ვხედავდი, რომ ამ ტერიტორიაზე სახლები­ სოკოებივით მრავლდებოდა. ერთხელ ვიკითხე, - რა ადგილია-მეთქი? სააგარაკე ფართობია და ძირითადად კინოსტუდიის ხალხი სახლდებაო. აქ აგარაკები ჰქონდათ იპოლიტე ხვიჩიას, რეზო ჩხეიძეს...

ერთხელაც, მანქანით რომ ამოვიარე და ეს ფერდობი კიდევ უფრო მომეწონა,­ დავინტერესდი, მიწა ხომ არ იყიდება-მეთქი.

ამ ადგილმა, სადაც ახლა ჩემი აგარ­აკია, განსაკუთრებულად მიმიზიდა, რადგან ხეობის თავზეა. გამიმართლა, ადგილი, რომელიც ძალიან მომეწონა, იყიდებოდა და მაშინვე შევიძინე - 1500 კვმ მიწის ფართობი 600 მანეთად. 80-იანი წლების ბოლო იყო. იმ დღიდან შრომაში ჩავები. 4-5 წელია, რაც სახლის მშენებლობა და რემონტი დავასრულე. თუმცა, აქ გასაკეთებელს რა გამოლევს?

ეზოში 800 ძირი ტუია მაქვს, უკვე კარგი­ ბუჩქნარია, რომელსაც სპეციალური მაკ­რატლით ვამუშავებ. 100 ძირი ნაძვი საკ­უთარი ხელით დავრგე... მაქვს ყურძნის ტალავერი და სუროს ხეივანი, სადაც სხვ­ადასხვა ფერის - ყვითელი, ჭროღა, ბორდოსფერი, წითელი ვარდები ხარობს. მაისში ულამაზესი სანახავია...

შარშან, შემოდგომით, ნუშები დავრგე.­ გაიზრდება და მათ ნახვას არაფერი აჯო­ბებს. მოვაშენე შინდიც, მსხვილნაყოფიანი ალუბალიც, ჭერამიც და კიდევ უამრავი ხე, რომლებიც კარგად ხარობს.

- აქ მუდმივად ხართ?

- ზაფხულში კი. აუზიც გვაქვს, მაგ­რამ აქ დასვენებაზე მეტად მუშაობა­ მომწონს. აქაურობა ჩემს შვილებსაც უყვ­ართ. ფანჩატურში მაგიდა გავაკეთე, აქ დროს ტარებას არაფერი სჯობს და მეგ­ობრები ხშირად ვიკრიბებით. გიტარა და კარგი სიმღერაც ჩვენზეა...

- რეპეტიციებისა და კონცერტების პარალელურად ახერხებთ შრომას?

- კვირაში­ ორ დღეს მაინც მოვდივარ. ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, ფიზიკურად და მორალურად ისვენებს კაცი. თან ეკოლოგიურად სუფთა გარემოა...

- პლეხანოვზე გაზრდილს მიწისა და მეურნეობის ასეთი სიყვარული როგორ გაგიჩნდათ?

- მეგობარი მყავს, ზაზა ნატროშვილი,­ ერთად გავიზარდეთ. მის ოჯახს ზაჰესში აგარაკი ჰქონდა. ზაზას მამა, ბატონი დავითი, ხშირად მეპატიჟებოდა იქ. ძალიან მომწონდა იქაურობა. ბავშვობიდან ვნატ­რობდი­, მეც მქონოდა სადმე ისეთი ადგილი, სადაც ჭიშკარს გავაღებდი, შევიდოდი და ვიმუშავებდი, დავისვენებდი. კურო ვარ ზოდიაქოთი და მიწის სიყვარული და მიწასთან შრომა ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია. მიწის სუნიც კი მიყვარს. როცა ვბარავ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ...

- შეისწავლეთ ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები?

- ხეხილის გასხვლა, შეწამვლა, მყნობა, ვაზის გაფურჩქნა. ეს ყველაფერი დაბადებიდან არავის დაჰყოლია. აგრონომიულ ლიტერატურას ვკითხულობდი, გამოცდილ ადამიანებს ვეკითხებოდი და ყველაფერში ნელ-ნელა გავერკვიე. ჩემს ბაღ-ბოსტანს თვითონ ვუვლი, ვიცი, რომელმა ხემ რომელი ტოტი როდის გამოიტანა.

პროფესიითაც ზოოტექნიკოსი რომ ვარ, ესეც სოფლის საქმეებისგან შორს არ არის. ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში 15 წელიწადს გახლდით განყოფილების გამგე. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 7 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად