ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4462 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4462 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7031 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7081 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.