როგორ მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე დეფლაცია

ოქტომბერში საქართველოში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0, 2%-ით არის შემცირებული. ქვეყანაში წლიურ მიზნობრივ ინფლაციად 5%-ია განსაზღვრული, თუმცა გასულ თვეს ფასების საერთო დონის ზრდამ მხოლოდ 0,5% შეადგინა. ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად, საქართველოში სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის გარკვეული ნაწილის ღირებულება მცირდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ფასების კლება მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირებამ გამოიწვია.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ოქტომბერში დაფიქსირებულ დეფლაციის მაჩვენებელს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუარესებულია. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ მომავალი 2017 წელი ქვეყანაში ეკონომიკურად უფრო აქტიური იქნება. გივი ალადაშვილს მთავრობის მიერ დაანონსებული რამდენიმე რეფორმა ეიმედება.

სპეციალისტების განმარტებით, დეფლაცია ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. მათი განმარტებით, თუ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს არ მიუახლოვდა, ამან პროდუქტსა და მომსახურებაზე მოთხოვნის კლების გარდა, შესაძლოა, სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებაც გამოიწვიოს. 

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე