”ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და ორი ადგილით დაწინაურდა”

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს, რომლის მიხედვით საქართველო ტოპ ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.

უწყების ცნობით, ვიდეოკოლაჟში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.

ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ახალი ზელანდია; 2. კანადა; 3. ჰონგკონგი ; 4. მაკედონია; 5. აზერბაიჯანი; 6. სინგაპური; 7. ავსტრალია; 8. საქართველო; 9. სომხეთი; 10. ირლანდია.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.facebook.com/worldeconomicforum/videos/vb.7746841478/10153890757896479/?type=2&theater