რა ღირს ქართული პროდუქტები ამაზონზე

ჩურჩხელა, ტყემალი, ჩაი, ჯონჯოლი, მურაბები, მინერალური წყლები, გოზინაყი, სვანური მარილი - ეს იმ ქართული პროდუქტების ჩამონათვალია, რომლის შეძენაც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტმაღაზიის გვერდზე amazon.com-ზეა შესაძლებელი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ფასად იყიდება საქართველოში ყველასთვის ცნობილი რამდენიმე პროდუქტი „ამაზონის“ ვებგვერდზე.

520 გრამიან ტყემლის ბოთლს მომხმარებელი 15.98 დოლარად შეიძენს, „შიპინგის“ გარეშე კი პროდუქტის ღირებულება 6.98 დოლარია;

50 გრამიანი შეფუთვა ხმელი სუნელი 6.39 დოლარი ღირს;

5 ცალი ჩურჩხელას შესაძენად (როგორც თხილის, ასევე კაკლის) 25.35 დოლარია საჭირო, თავად პროდუქტის ფასი კი 17.95 დოლარია;

თეთრი ბლის მურაბა კაკლით 6.59 დოლარი ღირს. თუმცა, ამას „შიპინგის“ საფასური 7.10 დოლარი ემატება და მომხმარებელს მის შესაძენად 13.69 დოლარის გადახდა მოუწევს;

კაკლის მურაბა 8.98 დოლარი ღირს, თუმცა მის საყიდლად მომხმარებელს 17.98 დოლარის („შიპინგის“ საფასურის ჩათვლით) გადახდა დასჭირდება;

კომშის მურაბას კაკლით მომხმარებელი 13.69 დოლარად შეიძენს, თუმცა თვითონ პროდუქტი 6.59 დოლარი ღირს.

720 გრამი ჯონჯოლის მწნილის ღირებულება 7.95 დოლარია, მაგრამ „შიპინგის“ ჩათვლით მისი ყიდვა 17.95 დოლარად არის შესაძლებელი.

გოზინაყის - შესაძენად მომხმარებელს 39.58 დოლარის გადახდა მოუწევს, თუმცა, პროდუქტის ღირებულება საიტზე 27.98 დოლარია.

სვანური მარილის შეძენა 12.94 დოლარად არის შესაძლებელი, მისი ღირებულება კი 7.99 დოლარია.

„ნაბეღლავის“ ოთხი 1 ლიტრიანი ბოთლის ღირებულება 21.52 დოლარია;

„ბორჯომის“ 0.75 ლიტრიანი ექვსი ბოთლის შეძენა საიტზე 25.35 დოლარადაა შესაძლებელი;

„გურიელის“ ჩაის შეძენა 12.6 დოლარადაა შესაძლებელი, უშუალოდ ჩაის ღირებულება კი 5.97 დოლარია.

„გურიელის“ ხილის ჩაი (100 გრამიანი შეფუთვა) 13.17 დოლარად შეიძენს მომხმარებელი, პროდუქტის საფასური კი 6.95 დოლარია.

ქართული ნიორის (0,450 გრ) შეძენა მომხმარებელს 15.99 დოლარად შეუძლია.

თაია არდოტელი