სემეკი დღეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტს წარმოადგენს

სემეკი, „ექსპო ჯორჯიას“ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაზე, დღეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტს წარმოადგენს.

როგორც სემეკი იუწყება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიმდინარე წლის 9-11 ნოემბერს „ენერგეტიკის, ელექტროენერგიისა და ტელეკომუნიკაციის მე-3 საერთაშორისო“ გამოფენაში მონაწილეობს.

კომისია წარმოადენს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტს, რომელზეც, პირობითად, ასახული იქნება ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების პროცესი და ქსელში ელექტროენერგიის გადადინება.

„განახლებად ენერგიებზე (მზე, ქარი, წყალი) მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოდგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

9-11 ნოემბერს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სმარტ მაკეტი წარმოდგენილი იქნება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში.