მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსი ეცემა, "ბლუმბერგზე" კი ლარი დოლართან მიმართებაში  უფასურდება

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე მსოფლიოს ფინანსური ბაზრები და დოლარის კურსი დაეცა. მიუხედავად ამისა, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

კერძოდ, „ბლუმბერგის“ სავალუტო ბირჟაზე ამ დროისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.4505-ია. კურსის ცვლილებამ მინუს 0,49% შეადგინა.

ამის ფონზე საქართველოში ზოგიერთ კომერციულ ბანკში 1 დოლარის შეძენის ღირებულება 2.49 ლარია.

კერძოდ, „საქართველოს ბანკში“ მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა ამ დროისთვის 2.49 ლარად შეუძლია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში 2.41 ლარს მიიღებს.

„თი-ბი-სი ბანკში“ მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა ამ დროისთვის 2.4120 ლარად, ხოლო ჩაბარება 2.4900 ლარად შეუძლია.

„ბაზისბანკში“ ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.485 ლარად, გაყიდვა - 2.425 ლარად არის შესაძლებელი.

„ლიბერთი ბანკში“ კი ამ დროისთვის მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.4850 ლარად, ხოლო მისი ჩაბარება 2.4250 -ად შეუძლია.