ეროვნული ბანკი სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკიდან აცნობეს, დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

”აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.850 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.050 პროცენტით განისაზღვრა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.