ნაძალადევში წელს 10 საბავშვო მოედანი მოეწყო

ნაძალადევში წელს 10 საბავშვო მოედანი მოეწყო. როგორც “ თბილისის მერიიდან იუწყებიან, საბავშვო მოედნებზე სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ათივე მისამართზე განხორციელებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 191 600 ლარი გამოყო.

გურამიშვილის #70-ში, საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოწყობილი საბავშო მოედანი ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ დაათვალიერა. იგი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

მერიის ინფორმაციით, საბავშვო მოედნები შემდეგ მისამართებზე მოეწყო: თემქის მე-11 მ.რ. მე-3 კვ. 58-ე კორპუსის წინ; თემქის მე-3 მ.რ. 1-ლი კვ. დევნილთა ჩასახლებაში; თემქის- მე-11 მ.რ. მე-2 კვ. 23-ე კორპუსის მიმდებარედ; თემქის მე-3 მ.რ. მე-4 კვ. #60-61 კორპუსებთან; გურამიშვილის გამზ. #70; გურამიშვილის გამზ. #30; ნაქალაქევის ქ. #8; გუდამაყრის ქ. #;, არბოს ქ. #2; სანზონის დასახლება მე-2 კორპუსის წინ.

სამუშაოები, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკმა“ შეასრულა.